„არ დავუშვებთ, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს, თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს - ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში.
ჩემდამი წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელც ჩვენ არ გავაკეთეთ, განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის მიერ დასმული შეკთხვის - თუ ვისგან მიიღო მან მუქარის წერილი - საპასუხოდ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - გამარჯვებასა და ნაგებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან პირველი საგაზაფხულო შეხვედრა გამართა.
ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას 2 თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.
„ტყუილია, რომ ვიღაცამ გადაგვაყენა, ვიღაცამ გადმოგვაყენა. მე გადავდექი იმიტომ, რომ ბანკი არ ჩამოქცეულიყო“, განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და დეტალურად აღწერა მათ წინააღმდეგ განხორციელებული „ორკესტრირებული შეტევა“.
დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ფრაქცია „მრეწველები“ დატოვა, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი დატოვებს თუ არა იგი საპარლამენტო უმრავლესობასაც.
თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.