ხუთი ადამიანია მოკლული და რამდენიმე სხვას ჭრილობები აქვს მიყენებული მას შემდეგ, რაც აშშ-ის შტატ ილინოისის ინდუსტრიულ პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა პარასკევს, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე ცეცხლი გახსნა, იტყობინება პოლიცია.
თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი „მატროსოვის ციხიდან" კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია წყალტუბოში იმყოფებოდა.
პანკისის ხეობის ბოლო სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა.
თბილისის მერიისა და თიბისიბანკის თანამშრომლობით, „თიბისი გალერეაში“ გაიმართაცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - Martin Parr Tbilisiპრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“. ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, „მაგნუმის“ წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრესონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა და გარდაიცვალა.
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევას არ განიხილავს, როგორც ბიზნესზე ზეწოლას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.