2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზმა საპატიმრო დაწესებულებიდან თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა.
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური; ეს ჩემი ერის ცივილიზაციური და ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე შეკრებილ სტუმრებს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო, „მატროსოვის ციხიდან" კლინიკაშია გადაყვანილი, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა.
საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეს წაართვას პორტი და ბანკი, აღნიშნული განცხადება ნინო ჯანგირაშვილმა „TV Pirveli"-ის გადაცემაში „პირველები" გააკეთა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, იმ 12 ინფრასტრუქტურულ პროექტზე საუბრობს, რომელთა განსახორციელებლად მილიონობით ლარი გამოიყო, თუმცა, აღნიშნული პროექტები, როგორც უგულავამ თქვა, არათუ არ განხორციელებულა, არც დაწყებულა.
თბილისში, მთაწმინდის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი „მატროსოვის ციხიდან" კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, დეკანოზი გიორგი მამალძე კლინიკაში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.