შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.დ. ქურდობის ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1994 წელს დაბადებული ნ.ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, 1988 წელს დაბადებული ტ.ა. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავა.
თურქეთის მთავრობა ახალი ზეწოლის ქვეშ ექცევა, შეწყვიტოს ვენესუელასგან ოქროს ყიდვა და არსებობს მზარდი ეჭვები, რომ თურქეთში ექსპორტირებული ოქროს საბოლოო ადგილსამყოფელი ირანი ხდება, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა, იტყობინება BBC.
მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ და მივიღოთ, განაცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე შესვლამდე.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმეავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, მოსამართლეების საკითხზე იმსჯელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) განცხადებას განცხადებით პასუხობს.
რაგბის ექვსი ერის მატჩი დაიწყო პარიზში პარასკევ ღამით და გახსნითი შეხვედრა მასპინძლებს -ფრანგებსა და უელსის ნაკრებს შორის გაიმართა, რომელიც საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა.
სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.