ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ განსხვავებით წინა განცხადებისაგან, ოვალური ოფისიდან ერისადმი მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რაც კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობის დაფინანსების საშუალებას მისცემდა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.
ლონდონის ჰიტროუს აეროპორტიდან შეჩერებულია გამგზავრება მას შემდეგ, რაც აეროპორტის თავზე დრონი გამოჩნდა, იუწყება ამ წუთებში BBC.
„თიბისი ბანკთან“ მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ვირუსული ინფექციების მატებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას გაითვალისწინებენ.
„ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ 2018 წელს გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ „ახლების“ გვერდში ბიძინა ივანიშვილისთვის „სერიოზული პრობლემა იქნება“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გამყარდა.
გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია, იტყობინება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.
უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში აპრილში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.