უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საკუთარ პოზიციას „ტომოსის“ ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, – უთხრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სტამბოლში წმინდა გიორგის კათედრალში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ „ტომოსი“ გადასცა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილებს, რომელთა შორისაც იყო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიმართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 40 მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მასში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენცია გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ესტუმრა და გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დააჯილდოვა და ზუგდიდში მის ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის", პირადად გადასცა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ტექნოპარკის მიზნები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ
1984 წელს დაფუძნებული ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair -ი დიდი ბრიტანეთის ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე ცუდ ავიახაზებად დასახელდა.
ვდგავართ ამ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში, ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, სადაც მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.