დღეს, დაბა აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, სი-ემ-სისა და keios srl წარმომადგენლებს შეხვდა.
„თიბისი ბანკის“ მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას. თუმცა, სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე კომფორტული გზა არის ის, რომ დისკუსიის აქცენტი გადავიდეს გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე და ამ დროს კი „ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა არის სწორედ ეს, რომ მას ხელში აქვს სასამართლო ჩაგდებული“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარტიული დიქტატურაა და ისჯება ყველა, ვინც კი მათი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო აზრს გამოხატავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი, ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა ბესელიას ქმედებისადმი გამოხატული უარყოფითი შეფასების შემდეგ, ღიად მიანიშნებს, რომ ბესელია გუნდში ვეღარ დარჩება.
მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური მცდარს უწოდებს.
„მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ყველას ჩვენი გუნდის წევრებს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოვიგეთ“, - განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ეკა ბესელიას ეს დაპირისპირება არ დაუწყია და ეჭვი გამოთქვა, რომ გუნდში დაპირისპირების წახალისება ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს.
ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული განცხადების შეფასებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.