საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა თანამდებობები დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, იტყობინება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
„ჩვენ უკვე აღარა ვართ ადვილად გასაბითურებელი ხალხი. ჩვენ კვლავ პატივსაცემი ერი ვართ“, უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყის საჰაერო ბაზაზე სტუმრობისას აშშ-ის სამხედრო ძალების შემადგენლობას და დაამატა, რომ აშშ ვეღარ განაგრძობს, რომ იყოს მსოფლიოს პოლიციელი და არ არის სამართლიანი, როდესაც მთელი ტვირთი შეერთებულ შტატებზეა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ერაყში განლაგებულ აშშ-ის საჯარისო ნაწილში გამოუცხადებელი საშობაო ვიზიტი განახორციელეს და ისინი იქ „შობას გვიან ღამით“ ჩავიდნენ იმისათვის, რომ მადლობა გადაეხადათ სამხედროებისთვის „მათი გაწეული სამსახურის, მათი წარმატების და მათი თავგანწირვისათვის“, განაცხადა თეთრმა სახლმა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V საარტილერიო ბრიგადაში ვეტერან ოფიცერთა კავშირის ანსამბლმა „მშვიდობა“ წინასაახალწლო კონცერტი გამართა.
„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. ტურნირი ჯგუფური სისტემის წესით მიმდინარეობდა და მასში 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი რვა გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, კულტურის სამსახურის უფროსთან, ჟორა სნხჩიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფრიადოსან მოსწავლეებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.