„როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.
„საკმაოდ მძიმე საარჩევნო ფონი იყო. მე 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე საარჩევნო ფონი, ასეთი შეურაცხყოფები ნამდვილად არ მახსოვს. ე.ი როგორი მდგომარეობა იყო. აი, დუელში რომ მიდის ადამიანი. ჩვენ ვიყავით პისტოლეტით და ისინი იყვნენ ზარბაზნით“, განაცხადა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018"-ის მონაწილე ახალგაზრდებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმთა სამინისტროს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც უწყებიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ში საქმის მასალების გაცნობა დაიწყო.
გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, პროკურატურამ თუ შსს-მ, ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, თუ რა სტადიაზეა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.
თბილისში, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა Facebook Live-ის დროს სცადა. ვიდეოში ის მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ვერ ახერხებდა სამსახხურის პოვნას, რადგან არის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრაში „ელჩების კონფერენცია 2018“ მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურჯანაძეც ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.