მართლა აგებ, გახარია, პასუხს - ძალიან მკაცრად აგებ იმიტომ, რომ ხარ კლასიკური მაფიოზი, მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა.
ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორაციაზე, რომლის მიხედვითაც, მის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
„ხვალიდან ვიწყებთ აქციებს და აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტად ესტონეთს ეწვევა.
საუდის არაბეთმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სენატის რეზოლუციები, რომელთაგან ერთ-ერთი იემენეში ერ-რიადის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში აშშ-ის სამხედრო დახმარების დასრულებას ითვალსწინებს, მეორე კი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე პრინცს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში სდებს ბრალს.
ქალაქ გარდაბანში, კლინიკა „სანოში“, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაუტარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.