12:00 საათზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდება.
„მთის განვითარება, მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო-ჯორჯია“-ში გაიმართა.
ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალების გამო ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრები სამძიმარს უცხადებენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მერიის პრესსამსახურის ცნობით, განიხილეს დღის წერიგით გათვალისინებული საკითხები:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. დააკავეს.
ასეულობით პოლიციის ოფიცერი ეძებს შეიარაღებულ მამაკაცს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სტრასბურგში მოკლულია სამი ადამიანი და დაჭრილია 12 სხვა.
2018 წლის განმავლობაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე პროექტის ფარგლებში, 12 კმ-დე გზა გაკეთდა. როგორც ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.
ჟურნალმა „Time“-მა 2018 წლის პერსონად ჟურნალისტების ჯგუფი “The Guardians” გამოაცხადა, ის ინდივიდები „რომელთაც დიდი რისკები გასწიეს სიმართლის დასამკვიდრებლად“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გამყარდა.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, თბილისში, ნინო ჟვანის ქუჩა №88-ის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად მდინარე ვარაზისხევის ხეობაში ინერტული მასალის ჩაყრის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.