საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, რომ ყველა გასამართლდებოდა. ინაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას რეპლიკები მოჰყვა.
საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა მედიას განუცხადა, შეხვედრაზე ნატო-სა და საქართველოს თანამშროლობა, ნატო-ს მხარდაჭერა და ქვეყნის მთავარი გამოწვევები განიხილეს.
„დაუნინგ სთრითზე“ #10-ის გარეთ ტერეზა მეიმ საგანგებო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თემთა პალატა ოთხშაბათს მოგვიანებით, მისდამი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს, და თქვა, რომ მზად არის დაასრულოს საქმიანობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.
ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება, ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.
კონსერვატორი დეპუტატები დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრისთვის ემზადება. ინფორმაციას BBC ამ წუთებში ავრცელებს, რომლის ცნობითაც კენჭისყრა ოთხშაბათს, მოგვიანებით შედგება. მანამდე კი, ტერეზა მეი განცხადებას აკეთებს.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს.
თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებს, რომელთა მიხედვითაც, საბავშვო ბაღის 61 000 აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა და რომ მერია საახალწლო სცენის მოსაწყობად 2 მილიონ ლარს ხარჯავს, ტყუილს უწოდებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.