მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებზე, სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო ზომებზე იმსჯელეს დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ათასი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, „უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების" მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.
მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მედიასივრცეში მისი ოჯახის მისამართით გაჟღერებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა.
კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ დაიწყო. სწავლების დაწყება მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.
ვინც ფეხს ვერ აუწყობს სწრაფ ტემპებს, მათი ადგილი ვერ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც კითხვა დაისვა, ბუნებრივია, ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი თემა შექმნან სასაუბროდ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციიდან შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი, დღეს 10 დეკემბერს 18:00 საათიდან ამუშავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.