საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ულტიმატუმების დრო არ არის.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, აღნიშნული განცხადება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
რეჟიმს, რომელმაც ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის გადასაწყვეტი გახადა პატრიარქის გადადგომის საკითხი, კი არ უნდა ლოცავდნენ, ანათემაზე უნდა უშვებდნენ და ეს იქნებოდა ის, რაც დღეს სჭირდება ჩვენს ბედკრულ სამშობლოს, - წერს „ფეისბუქზე“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომლის თქმითაც, „საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა“.
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.
ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0150 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა სამდღიან კურსს „დეზინფორმაციის აღმოფხვრა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით“ მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.