საფრანგეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების მატების გამო მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის საკითხზე არსებული შეთანხმებიდან გამოსვლის მართებულობას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ნერგები დაირგა ქ.ახმეტაში რუსთაველის ქუჩაზე, თამარის ქუჩაზე მდებარე სკვერში, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფელ მატნის ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსის ეზოში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილიამსს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო“, მაინც „ფაქტორია დღეს“ და ის რომ „პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება, მთელი ამბები, გადაგვისვრიან უკან. ამიტომ, ეს არის ფაქტორი, სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე“.
ნიკა რურუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში 7 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პირველი დღე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას გარდაცვალების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.