ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა პრეზიდენტი ვარ? - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეკითხვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება.
აშშ-ის სენატორის, ჯონ ბარასოს მოწოდება ამერიკული ფლოტისა და ნატოს გემების შავ ზღვაში გაგზავნის თაობაზე კონფლიქტის გამძაფრებას გამოიწვევს, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი.
თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შესახებ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა და მათან გასული ორი დღის განმავლობაში, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებული ვითარება მოისმინა, მოსახლეობის მდგომარეობა მოიკითხა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დარიგდა გადასახური მასალა.
ქალაქ ახმეტაში, თამარის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ხელოვნური საფარი და შეკეთდება არსებული ღობე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, მელანიამ პატივი მიაგეს კაპიტოლიუმში დასვენებულ აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშს, რომელიც 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.
პუბლიცისტი და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას „კატასტროფას და არასახელმწიფოებრივს“ უწოდებს და მისი თანამდებობიდან წასვლას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.