„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ, მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე შეკრებილებს მიმართა. ზურაბიშვილის თქმით, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქალაქ ონში მოქმედ ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელს, მიხეილ გარუჩავას და საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უნდა ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული.
ბორჯომის მოსახლეობას, გაზის ცენტრალური მილსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. საუბარია 6200 აბონენტზე რომელიც ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
გაერთიანებული ოპოზიცია მისი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინაასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ამჯერად წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო გეგმები გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.