გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად არ უნდა ხდებოდეს მუქარა და სიცრუის გავრცელება სხვადასხვა კანდიდატზე, რადგან ეს ქმედება არა კანონიერთან ერთად არა ქართულიცაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი მიმართვას ავრცელებს.
ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0091 პუნქტით გამყარდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდნენ, „ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძეს, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდნენ, მოუწოდა, მოუსმინოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ გახსნა, საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.