გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდა.
თბილისის მერი კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხობს.
მერაბ მორჩაძე თავისუფალია - პირი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით იყო დაკავებული, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია, იმისთვის, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს, კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს.
ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პოლიტოლოგმა ანდრეი ილარიონოვმა, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად, თემაზე - რუსული ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი, ბრიფინგი გამართა, პრეზიდენტობის კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის „პრორუსულობასთან" დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის „ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერიას 1-ელ ნოემბერს, აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით მიმართეს.
დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც მან ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, სააკაშვილის და მისი პარტიის მიერ ძალაუფლების სათავეში ხელახლა მოქცევის შანსებსა და რევანშის საფრთხეზე საუბარი „თვალებში ნაცრის შეყრას“ წარმოადგენს, რადგანაც მისი თქმით, სააკაშვილმა ჯერ უნდა აღიდგინოს მოქალაქეობა, „ვაშაძის ხელმოწერით, ან მის გარეშე“ და ამასთან, იგი „ მინიმუმ უნდა გამართლდეს“ იმ საქმეებზე, რაზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენები გამოიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.