„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ მეორე პანელი ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევების შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიას მოდერატორობას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო უწევდა. მონაწილეებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს.
1-ლი ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად, 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0033 პუნქტით გამყარდა.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ივანიშვილი ძირითადად ისმენდა დეპუტატების მოსაზრებებს, მაგრამ შენიშვნებიც ჰქონდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა სახის იყო ივანიშვილის შენიშვნები.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გააანალიზა ის შეცდომები, რაც დაუშვა.
ბათუმში მიმდინარე „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-12 კონფერენციის პირველი პანელი - „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავებას“ შეეხებოდა, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ მასპინძლობდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა მის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ და მისი ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
საქართვლოს პრეზიდენტმა მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისა და დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჭირო და აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.