საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აღნიშნულ არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ხმების 3.74% მიიღო - მას მხარი 59 649 მოქალაქემ დაუჭირა.
„მე გიორგი ვაშაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჯობია განცხადება დაწერო პოლიციაში, იმუნიტეტიც მოიხსნაო, თუ არადა ჩვენ რომ მოვალთ დედას გიტირებთ შენც და შენს ძმასაცო - მიშა რომ მოვაო, ჩვენ აუცილებლად მოვბრუნდებითო, მეორე ტურში გავიმარჯვებთო და მერე ვერაფერი ვერ გიშველითო საერთოდო, ორივე ძმასო. მე ამის აუდიოჩანაწერი გამაჩნია“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ახალი დეტალები გაარკვია.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების – საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტს ნაილ ოლფაქს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში, მისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანი სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალას ავრცელებს, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლები დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრისას „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, რომ სადარბაზოდან დაწყებული, შტაბის შემოსასვლელამდე და შტაბში თვითონ შიგნით, სისხლით არის დაფარული. შეიარაღებული ხალხი დაესხა თავს 4 ადამიანს, უმოწყალოდ გაუსწორდნენ მათ.
„თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა,და ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა, რომ პირადად მე მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი არც ერთ კანდიდატს არ უნდა დავუჭიროთ.
ფოტოგრაფი გია აბდალაძე „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“-ის ეთერით სთხოვს ყველას, ვინც არჩევნებზე არ წავიდა, მივიდეს მეორე ტურზე და ხმა ვაშაძის წინააღმდეგ მისცეს, რათა არ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, უსამართლოდ დააპატიმრა, და ციხეში აწამებდა და ჯაშუშობა დააბრალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.