პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები 90%-ით არის ცნობილი, თუმცა სანამ 100%-ით არ დადასტურდება ამაზე ღიად საუბარი არ შეუძლია. კობახიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია არის პოლიტიკურად მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
„მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის“, აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
„ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგებში წინსვლა ძალიან სერიოზულ გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ეს არის სტაბილური ქვეყანა“, ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საერთაშორისო კვლევას „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“, რომლის თანახმად მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც დღეს გურიაში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს გამოცდილება და ქვეყნის განვითარების საინტერესო ხედვა.
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იყენებს ადამიანებს იმისთვის, რომ არჩევნებში მმართველი გუნდისთვის სასურველი პირს მისცენ ხმა.
მთავარი პროკურატურა „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეს ყველა ის აუდიოჩანაწერი დაერთო, რომელიც ბოლო პერიოდში აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რუსული იმპერიალიზმის ამფსონები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან, და ეს იდეა მოდის „პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილი“ ევგენი სკლაროვისგან, რომელიც არის პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი და დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისთვის ჩატარებული გამოკვლევების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დღეს სააკაშვილთან ერთად ქალბატონს, რომელიც იმის გამო, რომ მისი ოჯახი აქედან გაძევებული იყო, - აი ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამფსონები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან“, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
როგორც GUARDIAN.GE-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამხატვრო აკადემიის რესტავრატორებმა, გუშინ, 24 სექტემბერს ახალ ორნამენტებს ტაძრის მარჯვენა მკლავის სახურავზე მუშაობისას მიაკვლიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.