წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ახალი, თანამედროვე სკოლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გახსნეს.
ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 312 000 ლარით დაფინანსდა და სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „პარმაღი“ შეასრულა.
ნოემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ლევან იზორიამ საქართველოში ახლად დანიშნულ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამჟამად გზების რეაბილიტაცია ქალაქისა და სოფლების 11 ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
თბილისში 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ, ამავე პერიოდიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები. აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26-კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება.
პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგების გეგმა რუსეთის საზღვრების მიმართულებით ძალების პროექტირებას წარმოადგენს, განაცხადა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.
ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.