საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი. ასევე გარდა პენსიისა მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალურად გასაცემელის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ.
საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელში აღნიშნულია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი დასრულდა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, სულ 19 კანდიდატია წარმოდგენილი.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყარ-სგურიშში და ჭუბერის ცენტრში ახალი სკოლები აშენდება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს განაგრძობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის ფარგლებში, უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ ქვეით ბრიგადასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა და სხვა პირებმა ხანჩალის და ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლებში - დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ და ჯიგრაშენი, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებული მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.