„პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა, - ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია „პოსტვ“-ი ავრცელებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომის 0,001%-იც არ არსებობს, რადგან მისი პოსტიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, რომელსაც „ნამდვილად არასდროს ავუხდენ“.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.
მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო
ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური
სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
არაკომპეტენტური, უნამუსო და უპატრონო - იუსტიციის სახლი!!!, - ამის შესახებ „ფეისბუქში“გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია წერს.
საქართველოს და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.