GUARDIAN.GE - კრემლში, რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონების - „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. შეკრებილებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა და თქვა, რომ რუსეთის „ოთხი ახალი რეგიონის, ოთხი ახალი სუბიექტის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მილიონობით ადამიანის ნებას წარმოადგენს“, რასაც, როგორც მან დარწმუნებით თქვა, ფედერალური კრება მხარს დაუჭერს.
„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და სამხედრო მოსამსახურეებს 2024 წელსაც მოემატებათ ხელფასი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მთავარიდღესასწაული - „თბილისობა 2022“პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.
რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში უნდა შესრულდეს ძალიან მალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქს 14 ქალაქის დელეგაცია ეწვია. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს, ზაარბრიუკენის მერს უვე კონდრატს დარომის მერის მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ანნის გაბრიელე ფილიპს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს.
თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.