„ქართული ოცნების“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიაში საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს. იგი, თავის კოლეგებთან ერთად აღნიშნულ წინადადების შეთავაზებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის აპირებს და ამავე დროს არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში კენჭისყრაზეც დადგეს.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ავლაბრის სასახლეში, რადგან ამ შენობაზე უკეთესი ადგილი მოსახლეობის მისაღებად არ არსებობს საქართველოში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ნოკორნაში, ქერიაანთკარში, აბანოსხევში და დავათში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, სოფელ მაღრანში გაიწმინდა ხევი და მოსწორდა სამანქანე გზის მონაკვეთი.
მმართველი გუნდის წევრებმა ათონელის ქუჩაზე ორბელიანის სასახლეზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. მმართველი გუნდის წევრების მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ავლაბრის კი არა, ორბელიანის სასახლეში უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ემთხვევა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიმე პარტიის ინტერესებს.
ესპანეთში სპორტისა და მუსიკის ფესტივალზე ხის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
„საკმაოდ არაორდინარული სიტუაციაა შექმნილი. ამერიკის ელჩის გარეშე საქართველო ამდენი ხანი, არც კი მახსოვს, თუ ყოფილა“, აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და ასკვნის, რომ „ეს ვითარება მაინცდამაინც პოზიტიური დასკვნებისკენ არ გვიბიძგებს“.
თბილისში სამშობიარო სახლ „ნინოში“ 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, მეუფე იაკობი თუ ფლობდა ამ ინფორმაციას მას შეეძლო მისულიყო სუს-ში და ეთქვა ეს ინფორმაცია, რაც გამოძიებას სხვანაირი კურსით წარმართავდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: რევაზ ეგაძე, დუნიამალ გაჯიევი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯანხოთელი დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.