წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან  გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისგან. გოცირიძე ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზად მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებს.

სრულად...

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე სამედიცინო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამედიცინო პოლიკლინიკის საველე ჰოსპიტალმა. პირობითად დაშავებულის ევაკუაცია ნორიოს საწვრთნელი პოლიგონიდან ამერიკული სამედიცინო ვერტმფრენით „შავი ქორით“ განხორციელდა. საველე ჰოსპიტალის პირადმა შემადგენლობამ პირობითად დაშვებულს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აღმოუჩინა.

სრულად...

„ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ძირითადად თურქული ლირის რეკორდულმა გაუფასურებამ გამოიწვია“,  აცხადებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა. 

სრულად...

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ლარის კურსის ცვლილებას დროებითს უწოდებს და გარე ფაქტორებით ხსნის.

სრულად...

„ის რაც დღეს ხდება, ლარის კურსზე გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგია. აქ ძირითადად იგულისმება თურქეთში და რუსეთში მიმდინარე პროცესები - ლირისა და რუბლის გაუფასურება. ეს პირდაპირ ბმაშია ქართულ ეკონომიასთან“ - აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.

სრულად...

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის ფონზე, აგვისტო-სექტემბერში ლარზე დაწოლა მოიხსნება, - აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე.

სრულად...

„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. საგანგაშო არაფერი ხდება“ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს, რომელთაგან ნაწილი სწრაფად გადაწყვეტადია, ნაწილი კი გრძელვადიან განვითარებას ეხება.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიის ზოგიერთი საშუალება დეკანოზს წარმოაჩენს სიმართლისათვის დევნილად, საპატრიარქოს კი, – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად, რისი მიზანიც არის ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი