შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პალიტრა TV-ის გადაცემაში, „360 გრადუსი“ აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. ციხელაშვილის თქმით, ომისთვის მზადება რუსეთმა 90-იან წლებში დაიწყო და დეტონატორი, რომელიც საქართველოში აფეთქდა საბჭოთა კავშირის დროს ჩადო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის მორიგი შუალედური კურსი დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სუს-მა და შსს-მ ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ტერორიზმის საქმეზე მსჯავრდებული რუსლან შავაძე დააკავეს.
ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება - ასეთ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი ბექარ ოიკაშვილი ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0652 პუნქტით გაუფასურდა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სანამ არ გადადგება და საბრალდებო სკამზე არ დაჯდება სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.ნათელაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი არ აქვს.
„ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი", აცხადებს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.