დედაქალაქის მერიის ინიციატივით,საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამის კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იცვლება2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი.
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლითმიიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტროდამტენს დაამონტაჟებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და
უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა
ჯონ მაიკლ ფუჩკომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული
სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით, ეტაპობრივად შეიზღუდება.
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო
სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო
სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების
(JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩაატარდა. ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა
სასწავლო კომპონენტებს მოიცავადა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება,
ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი,
ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი.
3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, პირველ
სექტემბერს 11:00-დან 2 სექტემბრის 00:00 საათამდე, 3 სექტემბრის 11:00-დან 4
სექტემბრის 00:00 საათამდე, ხოლო 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00
საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება და ტრანსპორტის
გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის თავმჯდომარეს შტეფენ რუსს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.