საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა აქტიურად არის ჩართული.
ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის
მინისტრი დღესაც პირადად გაეცნო.
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ
უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბრიფინგი
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, საკრებულოს წევრმა არარატ აივაზიანმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიული ერთეულში მერის რწმუნებულმა გაგიკ ელიზბარიანმა და სხვა თანამდებობის პირებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესწავლის მიზნით სოფელ თახჩაში გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, პირველ მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად, სოფელ მურჯახეთთან მისასვლელ გზაზე (მდინარე კირხბულახის გადაკვეთაზე) სახიდე გადასასვლელის მოწყობის მშენებლობის მიმდინარე პორცესი დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინაარმდეგო სამუშაოებს განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.