ჩრდილოეთ კორეამ თავისი ერთადერთი ბირთვული საცდელი პოლიგონის გვირაბები ააფეთქა, რათა შეამციროს რეგიონული დაძაბულობა.
„მინდა პარლამენტის პოზიცია დავაფიქსირო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და აღვნიშნოთ, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღრმავდება, სხვა საფეხურზე გადადის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მეტად გამოიხატება კონკრეტულ შედეგებში და კონკრეტულ ნაბიჯებში“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დანაშაულის დაფარვის საქმეში მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
ტოჩინოშინიმ ბაშოს მე-12 დღეს ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა და ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა.
ასეულის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და მისიის წარმატებით შესრულება მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.