ვაშინგტონში ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურ დაბრუნებას აფასებენ და ამბობენ, რომ ერთი ადამიანის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია დემოკრატიული წინსვლისთვის საზიანოა. სტატიას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობს. ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და მას მიაქვს ან მყისიერად მოქალაქეების სიცოცხლე, ან გარკვეული დინამიკით სოციუმს აშორებს და ღუპავს მოქალაქეების დიდ ნაწილს, ამას აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე - ამას სჭირდება კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ.
პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუდაძის აზრით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით.
შეხვედრას „თეთრი ხმაურის მოძარობის“ წევრები - დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები გურამ იმნაძე და სოფო ვერძეული, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, დღეს 14 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრეზიდეტმა სამართალდამცავებმა გუშინ საღამოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ორ აქციაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.