როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მსვლელობა 11:30 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი ოჯახებსა და გვარებს დალოცავს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს რეგიონული ტურის (თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) ფარგლებში სტუმრობენ.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), “TCG GEMLIK” (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”RS REGELE FERDINANT” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო.
23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკრაინისა და მოლდოვას თავდაცვის სამინისტროების, ასევე უსაფრთხოების სექტორის სხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, ფეხბურთში პირველობა მიმდინარეობს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებს. საფინალო შეხვედრა 26 მაისს გაიმართება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხის გარშემო არსებული შეკითხვები არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ ფორმატში იქნება დაყენებული ქართული სახელმწიფოს მხრიდან.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ის მთავარი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „Jamestown” ფონდის წარმომადგენლებთან განიხილა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრობის“ მიერ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებს აფასებს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ხელისუფლება „ლანძღვის ნიაღვარში" მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.