„ევროპის დღეები 2018“–ის ფარგლებში დაბა მესტიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის და საქართველოს შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო მასალების წარდგენა/გამოფენა და საინფორმაციო აქცია გაიმართა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე 17 საკითხს განიხილავენ.
„ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაერთ პრობლემას ხედავს, რომლის გადაჭრაც მისი პირადი, ინტენსიური მართვის გარეშე შეუძლებელია“, განაცხადა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღაზას სექტორში გუშინდელ ხოცვა-ჟლეტას ზოგიერთი ქვეყნის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის უმთავრესმა პოლიტიკურმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.წ. ზუგდიდში დააკავეს.
უშიშროების საბჭომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული დღეების მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ „გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო“.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს და აცხადებს, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს და ამას ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.