მოსკოვის საოლქო დუმამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში - დომოდედოვოში, შერემეტევოსა და ჟუკოვსკიში ახალი რეგულაციები წესდება, რომლის დამრღვევი მოქალაქეებიც დაჯარიმდებიან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრეინინგი შეფასების სისტემის დანერგვას შეეხებოდა.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ვანის მუნიციპალიტეტში, დღეიდან მობილიზებული იქნება 7 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა შესაწამლი აგრეგატებით, მათ შორის 4 თერმული ნისლის აგრეგატი, 2 ცივი შესხურების ტექნიკა და 1 სატრაქტორე აგრეგატი იქნება.
დუშეთში, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხანდოს ხეობაში ინფრასტრუქტურული ღინისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა მოინახულა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას იწონებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის ეს ნაბიჯი ქვეყანას პოზიტიურად წაადგება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოში დარჩება.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მომავალი ხელახალი გაერთიანების გზაზე ურთიერთობებს გააუმჯობესებენ და განავითარებენ, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში.
საქართველოს პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისა და ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ კიმ ჩენ ინის და მუნ ჩჟე ინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.