ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს 13 ივლისს ეწვევა. ეს არ იქნება სრული დატვირთვით სახელმწიფო ვიზიტი, როგორც ტრამპი პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის გასული წლის იანვარში თეთრ სახლში ვიზიტისას შეჰპირდა, მაგრამ როგორც BBC იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტად მიწვევა ჯერ კიდევ ძალაშია.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობითა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერით, სასწავლო კურსები გაიარეს.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღომში ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი არც არასოდეს არ წასულა პოლიტიკიდან“, ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
„ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა დადასტურებაა იმისა, რომ მთავრობა და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული პარლამენტი ქვეყანას ვერ მართავს.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკანასკნელი სამაშველო რგოლის გამოყენებას უწოდებს.
პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.
დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0147 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.