საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი დღეს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა.
გუდაურში, 16 მარტს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია.
„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ“, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
არჩილ ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო ოჯახი ხელისუფლებას მადლობას უხდის.
შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარეში დაკარგული 14 წლის მურმან ფუტკარაძე მაშველებმა დღეს დილით ჩირუხის წყალში გარდაცვლილი იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.