„ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინციდენტთან - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან - მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედრაზე.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ერთდღიან ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.
ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კინჩხაში, მდინარე ოკაცეზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.
ევროპის დიდ ნაწილში მეორე დღეა, რაც ძლიერი თოვა და ყინვები გრძელდება, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ინტენსიურმა თოვამ სატრანსპორტო ქაოსი შექმნა, ჩაკეტილია გზები, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და გაუქმებულია ასეულობით რეისი.
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის საქმეზე ბოლოს სხდომას 2018 წლის 5 აპრილს გამართავს და საქმეზე, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.