საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
უკრაინის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა უმაღლეს რადასთან არეულობების მოწყობისთვის, იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიცია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია წილკანში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ლევან იზორიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, რომელმაც 13 რუსს ამერიკის არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი, „კონგრესში გოდებასთან“ ერთად უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტები, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში.
ამერიკის შეერთებული შტატები სირიის დასავლეთში კონტოლირებად ზონას იყენებს როგორც საფარს ტერორისტებისთვის, განაცხადა ტელეარხ Россия 24-ის პროგრამა „საერთაშორისო მიმოხილვაში“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინაში მდგომარეობის გამო, რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა, განაცხადა თეთრმა სახლმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.
პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე შესაძლო ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.