ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. „რია ნოვოსტის" ცნობით, „კრემლის ანგარიშში” სულ 210 პირი, მათ შორის, 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ფრაქცია საკანონმდებლო პაკეტზე - „გირგვლიანის შესწორებებზე“ იწყებს მუშაობას.
საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ მართლმსაჯულების იმიტაცია იყო, განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ლიტვის პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0372 პუნქტით გაუფასურდა.
სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ვერ გაიგებენ სწორად ლორა თორნტონის განცხადებას, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას.
გუდაურში სამთო მომზადების საბაზისო კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევების დაუფლებაში უწევენ დახმარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.