ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. BBC ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შემთხვევის შედეგად, 10 ავღანელი ჯარისკაცი დაშავდა.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ კოლეგას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ნახშირღელის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ნიკოლაძეების უბანსა და სოფლის ცენტრში მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდნენ.
„იკეას“ ავეჯის მაღაზიათა ქსელის შვედი დამფუძნებელი, მილიარდერი ინგვარ კამპრადი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა სირიაში ქურთული მილიციისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის პირობა დადო, განაცხადა თურქეთმა შაბათს და მოუწოდა ვაშინგტონს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები სირიის ქალაქ მანბიჯიდან, რომელზე იერიშის მიტანასაც თურქული სამხედრო ძალები აპირებენ.
თურქეთის არმია შესაძლოა სირიის ტერიტორიის სიღრმეში, პროვინცია იდლიბამდე შევიდეს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ კოჯაელში სიტყვით გამოსვლისას.
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მეორე ვადით გაიმარჯვა და ქვეყანაში შაბათს გამართულ მძაფრ არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ირჟი დრაოში დაამარცხა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან გორგაძეს – ტოჩინოშინს იაპონიის იმპერატორის თასის მოპოვებას ულოცავს.
წყალტუბოს 2018 წელს რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი მოედანი ექნება. რაგბის მოედანი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე აშენდება. აღნიშნულ ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.