ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური ადასტურებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მისი მხარდამჭერების წინაშე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ 22 დეკემბერი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული დღეა.
ბრიტანელი კაპიტანი ხარვი სი და ესპანელი ვიცე-პოლკოვნიკი სერხიო გომეზ ტორრესი "გენერალ გიორგი კვინიტაძის" სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბრძოლის სურვილი გამოხატა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა. მან თქვა, რომ მზად არის დაასრულოს „ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი“ და ხალხს დემოკრატია და სამართლიანობა დაუბრუნოს.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პარლამენტში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა.
საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ მხარი 103 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.