გვეუბნებიან, რომ საჭიროა ბრძოლა ქურდულ მენტალიტეტთან და მეორე მხრივ, თავად ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ქურდული მენტალიტეტის მთავარი მატარებელი არიან თავად, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში ავტომანქანა შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია, იუწყება BBC.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გუშინ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიის „მოითხოვე ქართული" ფარგლებში, კომპანიებს „ნატახტარსა" და „ზედაზენს" ეწვია, რომელშიც „ბარამბოს" პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდიც იყო წარმოდგენილი.
თბილისში, მთაწმინდის პარკში „ეშმაკის ბორბლის" სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა.
„ეს არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც სცილდება ამა თუ იმ რელიგიას", აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქზე საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას გუშინ გააკეთა.
სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს ჩრდილოეთ კორეის საგუშაგოს სამხედროებისადმი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული ჯარისკაცის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს და უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ - ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებსაც, საზოგადოების სხვა ფენებსაც, რათა მათ იგრძნონ თავი ამ პროცესების მონაწილედ, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროს იმ რეზოლუციას დაუჭერენ მხარს, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს.
პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის", პრემიერ მინისტრისა და მთავრობის წევრების შეხვედრა მწვავე დაპირისპირების ფონზე შეწყდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.