ამ დარბაზში თქვენ ხართ უმრავლესობაში, მაგრამ ამან არ შეგაცდინოთ - თქვენ არ ხართ უმრავლესობაში, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.
„გვინდა მაქსიმალურად მოხდეს რეგიონებში მეტი პროფესიონალების წასვლა. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრმა რეგიონებისკენ გადაინაცვლოს იმ საკითხებზე, რომელიც მათ კომპეტენციას შეადგენს“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც იმ ვეტერანების სტატუსს ათანაბრებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა კავშირს წარმოადგენდნენ და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, და ასევე ვინც გერმანიის მხარეზე იყო და საბჭოთა კავშირს ებრძოდა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გარკვეული მექანიზმები შემოსაღებია, რომ პენსიონერებს პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე არაადექვატური საპროცენტო განაკვეთი არ ჰქონდეთ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" პრეზენტაცია გაიმართა.
29 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა სხვამ დაზიანებები მიიღო სამხრეთ კორეაში სპორტულ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის 8-სართულიანი შენობის სარდაფში გაჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.