საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა შეასრულა.
სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წინასაახალწლო გარევაჭრობა მერიის მიერ გამოყოფილ კონკრეტულ ადგილების გარდა, სხვა ადგილებშიც გაიმართება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
ჩინური მედიის თანახმად, ქვეყნის პირველმა კომერციულმა რეისმა ეგზოტიკურ ანტარქტიდაზე 22 ბედნიერი ტურისტი ჩაიყვანა. BBC წერს, რომ აღნიშნული მგზავრობა შეფასდა როგორც ნიშანსვეტი, მაგრამ არის თუ არა ეს ნამდვილად ასე? და რას გვეუბნება ეს რეგიონში ჩინეთის გეოპოლიტიკურ ამბიციაზე? - კითხულობს ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან სტატიაში, რომლის თარგმანსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ.
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შტატგარეშე ვეტერინარი და იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.