საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა. შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა.

სრულად...

ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია-ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ავსტრიის რესპუბლიკაში. პრემიერ-მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის პირადი მიწვევით ჩავიდა.

სრულად...

რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. თუკი გადახედავთ ევროპას, ევროპის არქიტექტურას, ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატოს, შვედეთზე და ფინეთზეა ლაპარაკი, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...

მე როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი გარანტია , რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში. - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

სრულად...

საქართველო, მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი