ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ართურ შირინიანმა ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური პარკი, შემდეგ კი ტერიანის ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებული სტადიონი დაათვალიერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს უმასპინძლა და მათგან ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.
ცაგერის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის, ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილე აღინიშნა, სადაც გაჟღერდა გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე. ინფორმაციას ცაგერის მერი ავრცელებს.
ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საქართველოს პარლამენტის დებუტატი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი ნინოწმინდის საბავშვო ბაღებს ეწვივნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, კურორტ „ლაშიჭალაში“ საკურორტო სეზონი იწყება. როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ძალისხმევით გაიწმინდა და მოწესრიგდა კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 3 310 თბილისში. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსისგან 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბერნში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.