დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.
მეტეხის ხიდის აღდგენის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილში აღდგენილია.
გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში, რომელიც დააფინანსა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გერმანულმა მხარემ საქართველოსთვის შეიძინა 13 სეისმური სადგური. სადგურების ინსტალაციას კი ახორციელებს ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოფიზიკის ინსტიტუტი.
„ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა“, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა.
თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის აღდგენით სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან 2022 წლის ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.