პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე თანხმობა მისცა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ჩაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გ.ჯ. რომელსაც დაახლოებით, 75 საათი ეძებდნენ პოლიციას ჩაბარდა.
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გეგეშიძის გარდაცვალების ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობამ უკან გაიწვია საკითხი, რომელიც სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას გულისხმობს.
ხობის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.
მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია, განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.